Monday, April 14, 2014

სასწავლო პროექტი "წმინდა გიორგის ცხოვრება და მისი სახელობის ეკლესია მონასტრები"


1.პროექტის სახელწოდება: წმინდა გიორგის ცხოვრება და მისი სახელობის ეკლესია მონასტრები.
2პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:   წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი სახელობის  ეკლესიების  შესახებ ინფორმაციის მოძიება.
3.პროექტის აქტუალობა: აუცილებელია ყველა ბავშვმა იცოდეს რამდენი წმინდა გიორგი არსებობს და მისი წმინდა ნაწილების სესახებ.
4.პროექტის მიზანი: ბაშვებს  პროექტზე მუშაობაში უვითარდებათ უფლისადმი სიყვარული და მოწიწება, მიიღებენ ცოდნას, თუ  წმინდა გიორგიმ  რა გზა გავლო და როგორ ეწამა ქრისტესთვის, რამდენი ეკლესია მონასტრებია  წმინდა გიორგის სახელობის  საქართველოში. მოსწავლეები ივითარებენ კვლევა ძიების და ანალიზის უნარ ჩვევას ისტის გამოყენებით
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16წ
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სამი ვიდეო წმინდა გიორგის ცხოვრების მოღვაწეობის და ეკლესიების შესახებ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი და წიგნები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად, პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას წმინდა გიორგის ბიოგრაფიის შესახებ,  მეორე ჯგუფი მოიძიებს თუ რომელ ქვეყნებში აღიარებენ წმინდა გიორგის წმინდანად და რამდენი ხატი არსებობს , მესამე ჯგუფი მოიძიებს თუ რამდენი ეკლესია არსებობს და რომელ კუთხეებშია ისინი. სამივე ჯგუფი მოამზადებს ვიდეო კოლაჟს და განათავსებენ ინტერნეტში
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ისტ ისტ.XI.7.  მოსწავლეს შეუძლია  ამა თუ იმ ქვეყნის მატერია­ლურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენ ანალიზი.
·           საკლასო დისკუსიისას მსჯელობს, თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე; ავლებს პარალელებს სხვა რომელიმე ქრისტიანულ ქვეყანასთან;


11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნონა  წიკლაური ახალი სამგორის საჯარო სკოლის ფოლკლორის და მითოლოგიის პედაგოგი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nonatsiklauri2@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:







No comments:

Post a Comment